უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ევროპამ უკრაინაში ომი წააგო. ინფორმაციას უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„ეს ომი ევროკავშირმა წააგო“, – ციტირებს კოვაჩი ორბანს. უნგრეთის პრემიერმა აგრეთვე დასძინა, რომ ბრიუსელის ნარატივსა და ბრძოლის ველზე არსებულ რეალობას შორის კავშირის გაწყვეტილია.
უნგრეთის პრემიერის მტკიცებით, ყველაფერი შეიცვლება მას შემდეგ, რაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
„ბრიუსელი ერთი ნაბიჯით უკან არის; მსოფლიო შეიცვლება მას შემდეგ, რაც ტრამპი ოფისს დაიკავებს, და პატრიოტები გაძლიერდებიან და მთელ დასავლურ სამყაროს გადააკეთებენ“, – თქვა ორბანმა.
კომენტარები