ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება რუსეთში ჯარისკაცების დამატებითი დანაყოფებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ახალი პარტიის გაგზავნას აპირებს. ინფორმაციას სამხრეთკორეული სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.
სააგენტოს ვარაუდით, ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები რუსეთის მხარეს კურსკის ოლქში უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლებში ჩაერთვებიან.
Yonhap-ი იუწყება,რომ დღესდღეობით ჩრდილოეთ კორეა რუსეთს 240 მილიმეტრიან სარაკეტო დანადგარებს და 170 მილიმეტრიან თვითმავალ არტილერიას აწვდის.
კომენტარები