რუსეთში დაიწვა საწყობი, სადაც იყო „შაჰედის“ თვითმფრინავების ნაწილები, რომლებსაც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ანგარიშში.
მოხსენების თანახმად, ხანძარი გაჩნდა „ალაბუგას“ ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მდებარე საწყობში, რაც კიდევ ერთი დარტყმაა რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის.
„შენობაში იყო 65 მოიერიშე თვითმფრინავის ფიუზელაჟი, ასევე ძრავები, სანავიგაციო სისტემები, თერმული კამერები 400 ერთეული „შაჰედ-136“-ის წარმოებისთვის. ყველაფერი დაიწვა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
„ალაბუგას“ ეკონომიკური ზონა რუსეთის ფედერაციის თათრეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა.
კომენტარები