რუსეთის შეიარაღებული ძალები დილიდან უკრაინას რაკეტებით ბომბავს. ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინული მხარის მტკიცებით, რუსეთი „კალიბრის“ ტიპის რაკეტებს იყენებს. საჰაერო განგაში უკრაინაში გამთენიისას ჩაირთო, თუმცა დაბომბვა ახლაც გრძელდება.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების განმარტებით, რაკეტების გარდა რუსეთმა „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებიც გამოიყენა. უკვე დაიბომბა ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავის და ხარკოვის ოლქები.
დაშავებულების და დაღუპულების შესახებ ცნობები ჯერ არ გავრცელებულა.
კომენტარები