თურქეთში, უმრანიეში 4 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა. აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. აფეთქება მეორე სართულზე მდებარე ბინაში მოხდა. შემთხვევის შედეგად შენობის ერთი სართულის კედელი სრულად ჩამოინგრა.
მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით შენობის ყველა მაცხოვრებლის ევაკუაცია მოახდინეს.
აფეთქების შედეგად, მიმდებარე სახლებისა და შენობების ფანჯრები ჩაიმსხვრა.
კომენტარები