თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
როგორც მისალოც წერილში ერდოღანი აღნიშნავს, სრულიად დარწმუნებულია, რომ კიდევ უფრო განვითარდება ორ ქვეყანას შორის მეგორბული ურთიერთობები და მჭიდრო თანამშრომლობა.
„პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტო, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. საქართველოსთან ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. გისურვებთ წარმატებებს ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადაში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თანხვედრაშია ჩვენს საგარეო ინტერესებთან და ემსახურება რეგიონში კეთილდღეობის უზრუნველყოფას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კვლავ გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები. თქვენს აღმატებულებას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ხოლო მეგობარ საქართველოს ხალხს – აღორძინებასა და ბედნიერებას“, – ნათქვამია ერდოღანის მისალოც წერილში, რომელსაც „ქართული ოცნების“ პრესსსამსახური ავრცელებს.