პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიას მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირებისას გაჟღერებულ რეპლიკას ეხმიანება და ამბობს, რომ ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაამახსოვრა.
„რადგან მეც მახსენა, კი ბატონო, ვუპასუხებ:
ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაგვამახსოვრა.
რატომ ჰგონია, რომ სადმე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ამით, მართლა მიკვირს.. შეიძლება ის ნაცებს და ლგბტ აქტივისტებს ძალიან მოსწონთ, რადგან მისი აქტივიზმი ფაქტია მხოლოდ არაქართული გეგმების და აგენტურული ნაც.პარტიების პოლიტიკას ემსახურება და არაფერი აქვს საერთო საქვეყნო საქმის კეთებასთან!
დღეს კი უდავოდ ბინძური დავალების შესრულება აიღო თავის თავზე, ოღონდ არ გამოუვიდა და თავისივე პოსტში თავს იმართლებდა შემკვეთებთან“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.