მამუკა მდიმარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ნანა დიხამინჯიას პროვოკაციას ეხმაურება.
”ჩემ სტატუსებზე გიჟდებიან, ერთი კვირაა მთავარ თემად აქვთ, ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებ 😉😊
გუშინ წერდნენ, სახლში მივაკითხოთ და ვაჩვენოთ, რამდენი ვართო. ბოლოს, ეტყობა იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობაო და ეს ქალი დამახვედრეს, ჩემი მეზობელი (შემთხვევით😂), რომელმაც ასევე ზეპირად იცოდა ჩემი სტატუსები და ნერვებიც მთლად მწყობრში ვერ აქვს, როგორც ჯაშუშების უმრავლესობას 😊
პ.ს. ვამატებ – ახლა მომწერეს, ეს ქალი მთლად ლგბტ პროპაგანდისტი ყოფილა, ახლა უფრო ნათელია ყველაფერი 😊
წარმოიდგინეთ, საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, ქალი ქალს აღარ გავდეს, კაცი – კაცს და მეზობელი მეზობელს, ბოლო პუნქტის შესრულება ამ ქალს დააწყებინეს 🤦🏻♂️😂”
კომენტარები