რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჯერ კიდევ 2021 წელს შესთავაზა მას, უკრაინის ნატოში გაწევრიანების 10-15 წლით გადადება.
„ჯერ კიდევ 2021 წელს, მოქმედმა პრეზიდენტმა, ბაიდენმა სწორედ ეს შემომთავაზა – უკრაინის ნატოში გაწევრიანების 10-15 წლით გადადება, რადგან მისი თქმით, უკრაინა ჯერ არ არის მზად [ნატოს წევრობისთვის]“, – აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.
მისი თქმით, მან აშშ-ის პრეზიდენტს უპასუხა: „დიახ, უკრაინა მზად არ არის, მაგრამ თქვენ მოამზადებთ მას და მიიღებთ [ალიანსში]. ისტორიული თვალსაზრისით ეს ერთი წამია. ჩვენთვის რა განსხვავებაა – დღეს, ხვალ თუ 10 წელიწადში?“
კომენტარები