სლოვაკეთმა რუსეთსა და უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის პლატფორმა შესთავაზა.
„რუსეთი წინააღმდეგი არ არის, საქმე თუ აქამდე მივა, – ამის შესახებ პუტინმა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს დასრულებისას განაცხადა.
„რაც შეეხება ჩატარების ადგილს, ფიცომ თქვა, რომ თუ საქმე მოლაპარაკებამდე მივა, ის მოხარული იქნება ასეთი მოლაპარაკებების ჩასატარებელ პლატფორმად მისი ქვეყანა შემოგვთავაზოს.
დიახ, ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ, თუკი აქამდე მივალთ. რატომა არა? სლოვაკეთი ისეთ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, ჩვენი თვალსაზრისით“,- აღნიშნავს პუტინი.
მისი თქმით, რუსეთი ომის დასრულებისკენ მიისწრაფვის თუმცა, განაგრძობს სამხედრო ოპერაციის ამოცანების გადაჭრას 2025 წელს.
აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო კრემლში 22 დეკემბერს იმყოფებოდა, სადაც უკრაინაში არსებული ვითარების გარდა, რუსული ნავთობისა და გაზის ევროპაში ტრანზიტის საკითხი განიხილეს, რომლის შეწყვეტითაც უკრაინა იმუქრება.