ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე – ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესება გახდა.
ბაჩუკი ქარდავა, 2020 წლიდან მოყოლებული, იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.
“ექსკლუზივ ნიუსი” სამძიმარს უცხადებს ბაჩუკი ქარდავას ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.
კომენტარები