სამხრეთ კორეაში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, მუანის აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, 179 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა ბორტზე მყოფი, ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა შეძლეს.
თვითმფრინავი ბანგკოკიდან მუანის აეროპორტში დაჯდომისას, კედელს შეეჯახა და აფეთქდა. ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზად ამ ეტაპზე, თვითმფრინავის ფრინველებთან შეჯახება სახელდება. დაწყებულია გამოძიება. ცნობილი გახდა, რომ სეულს დახმარებას, შეერთებული შტატების ფედერალური გამოძიების ბიურო გაუწევს.
კომენტარები
