ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის თაობაზე ფორმულა ავრცელებს.
“დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა — გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია. ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას.”-წერია არხის განცხადებაში.
საინფორაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” სამძიმარს უცხადებს კოლეგის ოჯახს და მეგობრებს.
კომენტარები