აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
მინისტრი დაზარალებული პირების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო, მათ მხარდაჭერის მზაობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად იმუშავებს, რათა დაზარალებულებს დროული დახმარება გაუწიოს და მათი ცხოვრების პირობები გააუმჯობესოს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, 14 იანვარს, გვიან ღამით შექმნილი სამუშაო ჯგუფი საჭიროებების იდენტიფიცირებას სწრაფი რეაგირების მიზნით, 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს. ასევე, აფხაზეთის მთავრობაში მუშაობს ცხელი ხაზი – 143, სადაც დევნილებს უწყვეტად შეუძლიათ დარეკონ და მიიღონ საჭირო ინფორმაცია.
კომენტარები