გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საკუთარი ქვეყნის მთავრობას უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ყოყმანის გამო აკრიტიკებს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემასთან ინტერვიუში ბერბოკმა აღნიშნა, რომ ამჟამად გერმანია ევროპაში სამშვიდობო პოლიტიკის მამოძრავებელ ძალად არ განიხილება.
გერმანიის პირველი დიპლომატის განმარტებით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზოგიერთი უპირატესობას ეროვნულ პერსპექტივას ანიჭებს.
როგორც ბერბოკმა თქვა, ამის ნაცვლად პოლიტიკოსებმა ევროპის მშვიდობისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად, რეალური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. პოლიტიკო წერს, რომ ბერბოკის განცხადება გერმანიის მინისტრთა კაბინეტში ღრმა განხეთქილებაზე მიუთითებს.
კომენტარები