მნიშვნელოვანი განცხადება იყო ის, რაც ილჰამ ალიევმა გააკეთა. ამ განცხადებით გამოკვეთილი იყო საქართველოს როლი რეგიონში, – განაცხადა ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„ის, რომ ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი პირველად ჩადის აზერბაიჯანში, ბაქოში, ეს ტრადიციულია, ალბათ შემდეგი ვიზიტი განხორციელდება სომხეთში. ის განცხადებები, რაც რეგიონულ უსაფრთხოებასა და მშვიდობას უკავშირდება, მნიშვნელოვანია იმ ვითარების ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში სუფევს. ამ ფონზე სტაბილური, სამეზობლო პოლიტიკა კავკასიაში, ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ანალიტიკოსმა.
კომენტარები