გიორგი გამსახურდია საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
„ეს გახლავთ რუსი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. მგიმო დამთავრებული, რუსების დაფინანსებული, მამამისის პუტჩისტური ხაზის გამგრძელებელი, ლიაკა ხოშტარიას დეიდაშვილი. ფილმი „ნინას“ შემქმნელები კიდევ, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ არიან დასანქცირებულები, უკრაინაში წარმოებული რუსული აგრესიის პროპაგანდის გამო. დანარჩენი არსებობს გუგლი და თავად შეგიძლიათ გადაამოწმოთ. აი ეს ხალხი გვეძახის ჩვენ პრორუსულებს. ანდრო ჭიჭინაძე კიდევ, პირწმინდად მოიხდის სასჯელს, პილიციელებზე ძალადობისთვის.
P.S. ასევე დასანქცირებული რუსი რეპერი ბასტას (Баста)კლიპში მონაწილეობს 2023 წელს“,- წერს გიორგი გამსახურდია.