ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ჰერცი ჰალევი თანამდებობას 6 მარტს დატოვებს. ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.
ჰალევიმ გადადგომის მიზეზად 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე მომხდარი თავდასხმა და მასზე არასათანადო რეაგირება დაასახელა. მისი თქმით, ის პასუხისმგებლობას იღებს უსაფრთხოების იმ ხარვეზებზე, რომელთა გამოც დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა შეძლო.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰალევის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მიიღო, თუმცა ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურს.
ცნობისთვის, ჰალევი ისრაელის თავდაცვის მეთაურად 2023 წლის 16 იანვარს.
კომენტარები