დროა, საბოლოოდ ვაღიაროთ მწარე სიმართლე, რომ მოსახლეობის ნაწილს სულ ფეხებზე ეკიდა და ჰკიდია სხვა ადამიანის უფლებები, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
მისი თქმით, სულ ტყუილად იხარჯება ოპოზიციური მედია და აქტივისტები აშკარა გაუპატიურების ფაქტზე მოსახლეობის ნაწილის თანაგრძნობის აღსაძვრელად.
„დროა, საბოლოოდ ვაღიაროთ მწარე სიმართლე. ბოლო დღეებში ოპოზიციური მედია და აქტივისტები სულ ტყუილად იხარჯებიან, აშკარა გაუპატიურების ფაქტზე მოსახლეობის ნაწილის თანაგრძნობის აღსაძვრელად. საქმე იმაშია, რომ ისევე როგორც 2012-ში მოსახლეობის ამ ნაწილს სულ ფეხებზე ეკიდათ და ჰკიდიათ სხვა ადამიანის უფლებები. მათ უბრალოდ სურდათ რუსეთზე ჩაბარება და ეს განახორციელეს კიდეც. რაც შეეხება მაშინდელ თავიდან ბოლომდე დადგმულ სპეცოპერაციას – ეს მხოლოდ „მიზეზ, მიზეზ – დოს მარილი აკლიაო“ საბაბი იყო, ამ ლაჩრული საქციელის გასამართლებლად“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.
