აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იემენელი „ჰუსიტები“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დააბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
ტრამპის გადაწყვეტილება ცვლის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, რომელმაც იემენური ჯგუფი 2021 წელს აღნიშნული სიიდან ამოიღო. ბაიდენმა აღნიშნული გადაწყვეტილება იემენში გაერო-ს და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების ჰუმანიტარული დახმარების შეფერხების თავიდან ასაცილებლად მიიღო.
„აქსიოსი“ წერს, რომ პრეზიდენტობის ბოლო კვირებში ჯო ბაიდენი „ჰუსიტების“ ტერორისტების სიაში დაბრუნებას განიხილავდა. USAID-მა გააპროტესტა ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ ეს ზიანს მიაყენებდა ჰუმანიტარულ დახმარებას. გასულ წელს „ჰუსიტები“ თავს დაესხნენ კომერციულ გემებს წითელ ზღვაში და რაკეტები და თვითმფრინავები გაუშვეს ისრაელის მიმართულებით.
შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა არაერთი საჰაერო დარტყმა განახორციელეს იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებზე. მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების შეთანხმების შესახებ გამოცხადდა, „ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ ისინი აჩერებენ თავდასხმებს.