ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, სადაც მაისის სტუდენტური მოძრაობა, საგამოცდო პროცესი ჩაშლას ცდილობდა.
მოძრაობის წევრებმა ცენტრი გუშინ დაიკავეს, დილით კი გამოცდაზე მისულ სტუდენტებს ადგილზე ბარიკადები დახვდათ. ამის შემდეგ დაიწყო სტუდენტებს შორის დაპირისპირება.
თუმცა მათ ვისაც გამოცდის ჩაბარება სურდათ, მოახერხეს გამოცდაზე შესვლა. ამ წუთებში საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მაისის სტუდენტური მოძრაობა დაკავებული სტუდენტების გათავისუფლებასა და სტიპენდიის გაზრდას ითხოვენ.
კომენტარები