რუსეთმა „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით გვიან ღამე უკრაინის კიევის ოლქზე შეტევა მიიტანა. ინფორმაციას კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ნიკოლაი კალაშნიკი ავრცელებს.
შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ორი დაშავდა. კალაშნიკის ინფორმაციით, დაშავებულები არიან 26 წლის მამაკაცი და 38 წლის ქალბატონი.
უკრაინული მხარის მტკიცებით, რუსული დრონების სამიზნეს კიევის ოლქში მდებარე საცხოვრებელი კორპუსები და სახლები წარმოადგენდა.
გარდა კიევის ოლქისა, უკრაინულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ დრონები ჟიტომირის ოლქშიც დააფიქსირა. მოგვიანებით საჰაერო განგაში ლვოვის ოლქშიც გამოცხადდა, თუმცა მალევე გაუქმდა.
კომენტარები