ცალსახად დადასტურდა, რომ დაზარალებული ინვესტორია [ბიძინა ივანიშვილი] და ბრალდებულმა [გიორგი ბაჩიაშვილმა] ეს თანხა მიითვისა, შემდეგ კი აქტივების ლეგალიზაცია მოახდინა, – განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.
მისი თქმით, მოწმის ჩვენება საქმის მტკიცებულებებთან თანხვედრაშია.
„მისი ჩვენება მნიშვნელოვანი იყო, რადგან განმარტებები დოკუმენტებთან სრულად თანხვედრაშია, ამ ორ მოცემულობას შორის სრული თანხვედრაა, რაც მტკიცებულების ხარისხზე და მნიშვნელობაზე მიუთითებს“, – განაცხადა პროკურორმა.
კომენტარები