სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის „მტერი“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვაკური მედია ავრცელებს.
ფიცომ აღნიშნა, რომ ზელენსკიმ „გამოიწვია ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს“ და რომ უკრაინის ლიდერი „ზიანს აყენებს სლოვაკეთს“.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ „აზერბაიჯანის გაზზე ისაუბროს“, თვითონ კი „ბუშტს ბერავს, რადგან ფიქრობს, რომ ეს ბუშტი მას რთული გადაწყვეტილების მიღებისგან გაათავისუფლებს“.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბრატისლავა „ყველაზე რეალისტურ“ ვარიანტად რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენას მიიჩნევს.
კომენტარები