როგორ ავნონ ჩვენს ქვეყანას ეს არის მათი ერთადერთი მიზანი და დღითიდღე, ყოველ წელს, ყოველ თვეს, ყოველდღე ეს ხალხი ამას ამტკიცებს. ეს დანაყოფები, არ ვიცი ვინ არიან, რომელი დანაყოფის რომელი წარმომადგენელია სტრასბურგში, რომელ დერეფნებში, თუ რომელ კაფეტერიაში, თუ რომელ კაბინეტებთან არიან ატუზულები და როგორ ცდილობენ, რომ მაქსიმალურად ძირი გამოუთხარონ ქვეყნის ინტერესებს, – განაცხადა “დღის ქრონიკაში” ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას.
„გავმეორდები და ყველგან ვიტყვი მათ შემყურე, რომ ესენი არ არიან კონკრეტული პოლიტიკური გუნდის ოპოზიცია. ესენი არიან ქვეყნის სუვერენიტეტის ოპოზიცია, ესენი არიან ქვეყნის ყველანაირი ეროვნული იდენტობის, ყველანაირი ეროვნული ხასიათის, ქვეყნის წინააღმდეგ. ძალიან სწორად ვეძახით უსამშობლოებს და ძალიან სწორად ვამბობთ, რომ ისინი არიან მხოლოდ და მხოლოდ ეთნიკურად ქართველები“, – განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, ის ფაქტები, რაც ბოლო დღეებში სტრასბურგში ხდება, როგორ ცდილობს ოპოზიცია ავნოს ქვეყანას არ არის პირველი შემთხვევა. კირცხალიას თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს მათი განცხადებები არჩევნების შემდეგ, მათი წერილი, ე.წ. ცრუ დასმენები, ვიზიტები კონგრესში თუ სენატში და ა.შ.
„2012 წლიდან ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მოვყვეთ – იქნება ეს მათი ქმედებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ დისკუსიის დროს, კარდაკარ სირბილი, რომ ოღონდ ეს ბენეფიტი არ მიენიჭოს საქართველოს, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ მიეწერება, ასოცირების ხელშეკრულება და დღის წესრიგის მიმდინარეობისას მათი თითოეული დესტრუქციული ქმედება, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი – გახსოვთ ერთი წლის დაგვიანებით, რა დღეში იყვნენ და როგორ უხაროდათ, რომ პირობითად იმ დროს, როდესაც ჩვენ ეს გვეკუთვნოდა არ მოგვენიჭა და ერთი წლის შემდეგ რა განცხადებებს აკეთებდნენ. რას უნდა ველოდოთ ამ ხალხისგან? მეტს თუ არა ქვეყნის ღალატს. ხალხისგან, რომლისთვისაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში, ოღონდ ეგენი იყვნენ ხელისუფლებაში“, – აღნიშნა კირცხალიამ.
მისი თქმით, ეს არის ძალა, რომელიც პირდაპირ მიბმულია აგენტურულ ქსელთან და უცხოელ ლობისტებთან.
„ეს უცხოელი ლობისტები საიდან იმართებიან და როგორ იმართებიან ამას არა მარტო საქართველოში, არამედ აშშ-ში საუბრუბენ უკვე იმ ე.წ. უხილავ ხელზე, რომელსაც Deep-State-ად მოიხსენიებენ“, – განაცხადა კირცხალიამ.