პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელს, გენერალ მარკ მილის დაცვა და საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა მოუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
როგორც პენტაგონში განაცხადეს, თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ასევე დაავალა თავდაცვის დეპარტამენტის გენერალურ ინსპექტორს, დაიწყოს გამოძიება მარკ მილის „ქცევასთან“ დაკავშირებით, რათა დადგინდეს, საჭიროა თუ არა მისი წოდების გადახედვა.
კომენტარები