აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პანამაში ვიზიტის დროს პანამის არხი მოინახულა და ქვეყნის პრეზიდენტს ხოსე რაულ მულინოს ულტიმატუმი წაუყენა. ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, რუბიომ ქვეყნის ხელმძღვანელობას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია აუხსნა, კერძოდ ის, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ არხზე დამყარებული კონტროლი მისთვის საფრთხეს წარმოადგენს და არღვევს შეთანხმებას არხის ექსპლუატაციის მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ.
„სახელმწიფო მდივანმა რუბიომ მკაფიოდ განაცხადა, რომ ასეთი სტატუს-კვო არის მიუღებელი და, თუ მყისიერი ცვლილებები არ განხორციელდება, ის შეერთებულ შტატებს სთხოვს მიიღოს ზომები, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების დასაცავად“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.