აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი 13-22 თებერვალს გერმანიას, ბელგიასა და უკრაინას ეწვევა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კელოგი ხსენებულ ქვეყნებში ჩადის „რათა წინ წაწიოს პრეზიდენტ ტრამპის მიზანი უკრაინაში მშვიდობის უზრუნველყოფა ძალის დემონსტრირებით და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების დაცვა“.
ტრამპის სპეცწარმომადგენელი უკრაინაში ჩინოვნიკებსა და კერძო პირებს შეხვდება, რომლებმაც „მამაცურად გაუძლეს სამწლიან ომს“.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს, და შეერთებული შტატები მზადაა მხარი დაუჭიროს გრძელვადიან გადაწყვეტილებას. პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კელოგი მზადაა გაატაროს ხისტი დიპლომატია, რომელიც საჭიროა პრეზიდენტის მიზნის მისაღწევად“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.