უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, რომ უკრაინის გაყოფა დაიწყო, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამაში დამნაშავე არ არის.
„ვხედავ, რომ ბევრი ცოტათი გაოცდა, როცა გაიგო, რომ ჩვენი, როგორც მოკლული ბიზონის გაყოფა დაიწყეს. რათა თქვენ უფრო მეტად გაგაოცოთ (ხოლო ფილოსოფია გაოცებით იწყება), გეტყვით, რომ ეს ტრამპი არ არის. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ რუსეთთან და „დემოკრატებთან“ იყო შეთანხმებული. ძალიან სასაცილოა თვალი ადევნო იმას, თუ როგორ ერევათ გული „დემოკრატებს“ და ევროპელებს გაოცებისგან“, – დაწერა არესტოვიჩმა.
მისი თქმით, ევროპელები რამდენიმე თვე „ცივილურობას გამოიჩენენ“, ხოლო შემდეგ თვითონაც შეუერთდებიან გაყოფის პროცესს. „მათ ასეთი რიტუალი აქვთ“, – დასძინა მან.
როგორც არესტოვიჩი წერს, საქმე მხოლოდ ტერიტორიების გაყოფას არ ეხება. არესტოვიჩს თქმით, რუსეთმა, შესაძლოა, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილიც კი დათმოს.
ამერიკელები და რუსები მოილაპარაკებენ და საერთო პოლიტიკურ და ბიზნეს სქემებს შექმნიან, ხოლო იმ აქტივებს, რომელიც აშშ-თვის საინტერესო არ იქნება, რუსეთს გადასცემენ.