უამინდობის გამო მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ დიდთოვლობის გამო უქმდება შემდეგი რეისები: 25 თებერვალი: №804 თბილისი-ბათუმი; №801 ბათუმი-თბილისი; №874 თბილისი-ფოთი; №869 ზუგდიდი-თბილისი; მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს რკინიგზამ უამინდობის გამო მატარებლების რამდენიმე რეისის გაუქმების შესახებ რამდენიმე საათის წინაც გაავრცელა ინფორმაცია.
კომენტარები