საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ლიეტუვის მხრიდან საქართველოს მიმართ ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. იგი ასე ეხმიანება მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ლიეტუვა რუსეთში ექსპორტირებული ღვინის რაოდენობით მსოფლიოში ნომერი პირველი ქვეყანაა.
„ეს არის არის უკვე ორმაგი სტანდარტი, რის დემონსტრირებასაც ლიეტუვა აკეთებს. თუკი ეკონომიკური ურთიერთობის თემაზე მიდგება ლაპარაკი, ეს მონაცემები აჩვენებს არა ორმაგ სტანდარტს, არამედ ბოროტებას პოლიტიკისა რომელიც ლიეტუვას ჩვენს მიმართ გააჩნია”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
აღნიშნულ თემას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა.
„ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე გაირკვა, რომ, ამასობაში, ლიეტუვა თურმე რუსეთში ექსპორტირებული ღვინით მსოფლიოში ნომერი პირველი ქვეყანა გამხდარა. თან ისე, რომ ღვინოს არ აწარმოებს. ყველა, ალბათ, თავად დაფიქრდება, რა არის ამ ისტორიის მორალი,”- დაწერა შალვა პაპუაშვილმა.