ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ქალაქ ღაზაში უპილოტო აპარატით თავდასხმის დროს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა.
უპილოტო აპარატით კიდევ ერთ თავდასხმას ქალაქ შავკაში ერთი ქალი ემსხვერპლა.
„ალ ჯაზირა“ წერს, რომ ისრაელის სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად დეირ ელ-ბალაჰში პალესტინელი გოგო მოკლეს.
გავრცელებული ცნობით, ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ სახლს ხან იუნისში. „ალ-ჯაზირა“ ასევე წერს, რომ ქალაქ ღაზის აღმოსავლეთით ისრაელის სამხედრო ძალებმა ტერიტორია დაბომბეს.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყატარის დედაქალაქ დოჰაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო. დოჰაში უკვე ჩავიდნენ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ისრაელის დელეგაციის წევრები.