თურქეთის დასავლეთით, მანისას პროვინციაში, ტურისტული ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა.
ავტობუსი ბურსადან იზმირის მიმართულებით მოძრაობდა და დენიზლის პროვინციაში მიემგზავრებოდა.
ავტობუსში 34 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ. ავარიის მიზეზების დასადგენად, გამოძიება გრძელდება.
კომენტარები
