თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია მოკლულის თანმხლები პირი.
ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და შესაბამისი პროცედურები უტარდება.
ჩვენი ინფორმაციით მოკლულია 58 წლის ბიზნესმენი ლევან. ჯ-ა
გავრცელებული ინფორმაციით მოკლულს ბიზნესი საზღვარგარეთ ჰქონდა.
,,პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
კომენტარები