რუსეთმა ხარკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური იერიში მიიტანა.
თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანია დაშავებული, ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები.
ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი აცხადებს, რომ ქალაქზე თავდასხმა, სულ მცირე, 12 დრონით მოხდა.
„ძალიან ბევრი შენობა დაზიანდა, ძალიან ბევრი აბონენტი გათბობის გარეშე დარჩა“, – განაცხადა იგორ ტერეხოვმა.
კომენტარები