ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერა“ პროექტით – „ქართული სიმღერა საქართველოს“, მსმენელს ბათუმში 23 აპრილს შეხვდება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხუთი ანსამბლისგან შემდგარი გაერთიანება: ფორტე, ქართული ხმები, შვიდკაცა, ალილო და თეატრალურის კვარტეტი, ბათუმელი მსმენელის წინაშე უკვე ცნობილი ჰიტებითა და ახალი შემოქმედებითი ნამუშევრებით წარდგება.
„საკონცერტო პროექტი სახელწოდებით „ქართული სიმღერა ბათუმს“, ხორციელდება ქართული ქალაქური მრავალხმიანი სიმღერის ჟანრის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით.
პროექტის მხარდამჭერებია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და ბათუმის კულტურის ცენტრი. ღონისძიება გაიმართება ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე, საზაფხულო თეატრში. დასწრება თავისუფალია“, – აცხადებენ მერიაში.
კომენტარები