რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ქალაქი მარგანეცი დაბომბა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანია დაიღუპა. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ლისაკი ავრცელებს.
მისი თქმით, რუსების მიერ გაშვებული კამიკაძე-დრონი ავტობუსს დაეცა, რომელსაც ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომლები გადაჰყავდა.
ბოლო ცნობებით, დაბომბვის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება 30-მდე ადამიანმა მიიღო.
კომენტარები