ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს.
“პრეზიდენტის ვიზიტი იტალიაში
🔹რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია
🔹მაღალი დონის შეხვედრები იტალიის სენატში, პარლამენტში და დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელებთან.
– საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება
– პოლიტპატიმრების საკითხი
– დემოკრატიული ინსტიტუტების წინაშე მდგარი გამოწვევები
– ევროკავშირის ჩართულობის აუცილებლობა და საერთაშორისო პარტნიორების როლი დემოკრატიის შენარჩუნებაში
– „წინააღმდეგობის პლატფორმა“, როგორც პროდასავლური პარტიების კოორდინაცია ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისათვის
🔹 5 ინტერვიუ საერთაშორისო მედიასთან
🔹კვირაცხოვლობის დღესასწაულის აღნიშვნა ქართულ დიასპორასთან ერთად, რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოში”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.