პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტში, 22 წლის მამაკაცი ნაჯახით შეიარაღებული შევიდა და კამპუსში მყოფ თანამშრომლებს თავს დაესხა, რის შედეგადაც ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია, ის პოლონეთის მოქალაქეა, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტია.
მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად უნივერსიტეტის თანამშრომელი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, დაცვის თანამშრომელი კი, მძიმე ტრავმებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლონური მედიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს, ქვეყნის იუსტიციის მინისტრი ადამ ბოდნარი უნივერსიტეტის კამპუსში იმყოფებოდა და ღია ლექციებში მონაწილეობდა.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები