საფრანგეთის საბინაო პოლიტიკის მინისტრმა, ვენსან ჟანბრენმა დაადასტურა, რომ იუსტიციის მინისტრთან, ჟერალდ დარმანენთან ერთად, ხელს მოაწერს განკარგულებას, რომელიც სახელმწიფოს 17-18 ოქტომბრის საპროტესტო აქციების დროს ძარცვაში დამნაშავედ ცნობილი პირების სოციალური დახმარების შეზღუდვის უფლებას მისცემს.
დოკუმენტის მიხედვით, დარბევის დროს მოპარული ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი გამოაკლდება მიღებულ შემწეობებს. როგორც მედია წერს, ეს ეხება უმუშევრების შემწეობას, საცხოვრებლის ქირის დახმარებას, ოჯახის შემწეობას, ასევე დახმარების პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს მინიმალურ შემოსავალს იმ პირებისთვის, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ შემოსავალი ან აქვთ ძალიან დაბალი ანაზღაურება.
გარდა 17 ოქტომბერს მოპარული ნივთების გაყიდვით მიღებული თანხისა, დოკუმენტი ეხება ნარკოვაჭრობიდან, გაყალბებიდან და სხვა უკანონო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალსაც.
