მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარების სახით, წელს 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 300 ლარს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელსაც პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს.
დადგენილება ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებას ეხება, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრის სახელით საზეიმო მიღების გამართვა, ვაკის პარკში საზეიმო ღონისძიებები, უცნობი ჯარისკაცის საფლავის, თბილისსა და რეგიონებში საძმო სასაფლაოების, ძეგლების კეთილმოწყობა
ფაშიზმზე გამაერჯვების დღე 9 მასს აღინიშნება.
კომენტარები