კინორეჟისორ ქეთი დოლიძის განცხადებით, 2012 წელს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გაცემული დაპირება, რომ სოფლები 5 მილიონს მიიღებდნენ, ასმაგად შესრულდა.
“მე, იმ 5 მილიონს რომ ვამბობდი, რომელიც ეხებოდა სოფლის მეურნეობას ეს შესრულდა ასმაგადმ ვიდრე ის, რასაც ჩვენ ვამბობდით და ეს იქნება უსინდისობა, რომ სოფლის მეურნეობაზე ვინმემ ხმა ამოიღოს.
ძალიან ბევრი რამ კეთდება და ბევრი ვერ კეთდება. რათქმა უნდა, იმ 9 წლის მერე, რაც ჩვენ გამოვიარეთ 5 წელიც კი ცოტაა იმისთვის, იმ მოცემულ პირობებში, როდესაც ზუსტადაც დასავლეთმა შენ დაგიტოვა ის 40 ადამიანი, რომელიც ყველა იმ უბედურებაზე აგებდა პასუხს 9 წლის მანძილზე, ეს იყო ჩემთვის გასაოგნებელი, რომ ნაციონალები დარჩნენ პარლამენტში”- განაცხადა ქეთი დოლიძემ გადაცემაში “რეაქცია”
კომენტარები