ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში მარკო რუბიოს განცხადებაზე ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება და აღნიშნავს რომ, „ნებისმიერი საღად მოაზროვნე ვერანაირად დაიჯერებს, რომ ამერიკის პირველი დიპლომატი კონგრესში მოუმზადებელი მივიდა ანდა დეკლარირებულად სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს საელჩოს აქამდე თურმე ჯეროვნად არ შეუფასებია ე.წ. ანტიმერიკული გადახრების კუთხით.“
აბაშიძის თქმით, საერთაშორისო პოლიტიკაში ინტერესების დაბალანსება ხდება გულახდილი პოლიტიკური მოლაპარაკებებითა და დიპლომატიური გზებით.
„უაზრო ჟრიამულია “ნაცბაბლში”, თითქოს სახდეპარტამენტი გვასანქცირებს, მარკო რუბიოს ნათქვამის ელემენტარულ ანალიზშიც ჭკუანაკლულნი არიან, მან კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა და ზოგადად ისაუბრა რეაქციაზე ანტიამერიკანიზმზე. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ვერანაირად დაიჯერებს, რომ ამერიკის პირველი დიპლომატი კონგრესში მოუმზადებელი მივიდა ანდა დეკლარირებულად სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს საელჩოს აქამდე თურმე ჯეროვნად არ შეუფასებია ე.წ. ანტიმერიკული გადახრების კუთხით.
რასაკვირველია, ამერიკელი მაღალჩინოსნისთვის მისი ქვეყნის ინტერესებია უწინარესი (America First), თუმცა აშშ-ის დიპმისია მრავალგზის დააფიქსირებდა ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ერთიან და შეუვალ პოზიციას – საქართველო უპირველეს ყოვლისა!
საერთაშორისო პოლიტიკაში ინტერესების დაბალანსება ხდება გულახდილი პოლიტიკური მოლაპარაკებებითა და დიპლომატიური გზებით.
როგორც დიპლომატიურ-პოლიტიკურ ენაზე იტყვიან, many things remain to be seen (ბევრი რამ ჯერ კიდევ გასარკვევია)...“ – წერს აბაშიძე.