ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
ლოტკინის დასახლებაში, ნინო წერეთლის ქუჩაზე, 5 000 კვ.მ ფართობზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ორფენიანი ასფალტის საფარის დაგებამდე, მისამართზე კომპანია GWP-იმ სრულად შეცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
მიმდინარე საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
,,ნაძალადევის რაიონში ვაგრძელებთ როგორც ცენტრალური, ასევე შიდაკვარტალური გზების მოწესრიგებას. აღნიშნულ მისამართზე, პირველ რიგში, წყალარინების მოძველებული ქსელი შევცვალეთ, ახლა კი კაპიტალურად კეთდება გზა და მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ.
პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივ ბიუჯეტში 600 000 ლარია გათვალისწინებული.
ნინო წერეთლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
2025/05/22 12:59:11

ნანახია: 6 ჯერ