2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შედეგად დაზარალებული ნოდარ არველაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აქციის დარბევის დეტალებს იხსენებს, თუ როგორ სცემეს და წვიმაში ხელებშეკრული დატოვეს.
„ვიყავით მიტინგზე, წვიმა დაიწყო, აღარ გვაცადეს დაშლა, შემოვარდნენ და დაგვიწყეს ცემა-ტყეპა. ზოგი იქით გავიქეცით, ზოგი აქეთ. მე პირველი საშუალო სკოლისკენ გავიქეცი, იქ დამიჭირეს და მცემეს. დაახლოებით ხუთი კაცი ხელკეტებით [მირტყამდა]. პირველი თავში მომარტყეს. მერე ხელები შეგვიკრეს და ასფალტზე გადმოგვათრიეს. მერე იქიდან წაგვიყვანეს მთაწმინდის რაიონის პოლიციაში მიგვიყვანეს და გარეთ წვიმაში ხელებშეკრული დაგვყარეს. მერე იქიდან სამმართველოში წაგვიყვანეს. სამმართველოში რომ შევედი მთელი კორიდორი სისხლით იყო სავსე. მეც ნაცემი ვიყავი, მაგრამ ჩემზე მეტი ნაცემი სხვები იყვნენ. მთელი ღამე იქ ვიყავით და დილით გამოგვიშვეს“, – განაცხადა ნოდარ არველაძემ.