თბილისში, თავისუფლების მოედანზე 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს. რეპეტიციას გადიან თავდაცვის ძალების დანაყოფები.
მზადებაში მონაწილეობენ წვევამდელებიც, რომლებიც სამხედრო ფიცს დამოუკიდებლობის დღეს დადებენ. დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით კიდევ 5 ლოკაციაზე ფიცს 700-ზე მეტი წვევამდელი დადებს.
მოქალაქეებს 26 მაისს თავისუფლების მოედანზე და ქვეყნის 21 მუნიციპალიტეტსა და ქალაქში თავდაცვის ძალების აღჭურვილობის დათვალიერების საშუალება ექნებათ.
ასევე, გაიმართება გასართობი და კულტურული ღონისძიებები. თბილისში გასართობი, შემეცნებითი სივრცეები და სხვადასხვა თემატიკის პავილიონები ორბელიანების მოედანზე მოეწყობა.
კომენტარები