რადიკალების მიერ (დიახ, ასე ვუწოდებ მთელ მათ შემადგენლობას!) 26 მაისის ზეიმის ჩაშლის აქციებში უკვე გამოიკვეთა უცხოური კვალი, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, დიდი დედუქცია/ინდუქცია არაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა ელჩებთან 26 მაისის აქციას ეხებოდა, ხოლო აქციის რადიკალიზაციის შემთხვევაში, ევროპარლამენტარები შესაძლოა, ცოცხალ ფარად აიფარონ.
„რადიკალების მიერ (დიახ, ასე ვუწოდებ მთელ მათ შემადგენლობას!) 26 მაისის ზეიმის ჩაშლის აქციებში უკვე გამოიკვეთა უცხოური კვალი. დავასახელებ უკვე საჯაროდ ცნობილ ფაქტებს.
26 მაისის აქციამდე სამი დღით ადრე:
რადიკალთა ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი მიდის აშშ-ის საელჩოში და ხანგრძლივი საუბარი აქვს ელჩ დანიგანთან.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერები მიდიან ევროკავშირის საელჩოში და ხანგრძლივი საუბარი აქვთ ელჩ ჰერჩინსკისთან.
ოპოზიციის მხარდაჭერით ცნობილი ევროპარლამენტარები მაინც და მაინც 26 მაისს ჩამოდიან თბილისში და დიდი ალბათობით, შეუერთდებიან აქციას
დიდი დედუქცია/ინდუქცია არაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ სწორედ 26 მაისს ოპოზიციის აქცია იქნებოდა ელჩებთან განხილვის ერთ-ერთი თემა. სავარაუდოდ, სურდათ მათი პოზიციების და მხარდაჭერის ხარისხის გარკვევა, აქციის რადიკალიზაციის შემთხვევაში. ევროპარლამენტარები კი შესაძლოა, ცოცხალ ფარად აიფარონ, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.