თურქეთში ეთნოსპორტის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს.
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტის, ნეჩმედინ ბილალ ერდოღანის, ინიციატივით ფესტივალში ქართველმა ცხენოსნებმა საკუთარი ცხენებით მიიღეს მონაწილეობა.
საერთაშორისო ფესტივალზე, რომელსაც 20 ქვეყნის 1000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, საქართველო ცხრა ცხენოსნით იყო წარმოდგენილი. მათ ფესტივალზე წარადგინეს ტრადიციული ხალხური თამაშობები, როგორიცაა ცხენბურთი და ისინდი.
ფესტივალის მიზანია ტრადიციული სპორტისა და თამაშების დაცვა, განვითარება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.
კომენტარები