„ეს დღე ჩვენია“ – ამ სახელწოდებით თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტი გაიმართა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა, მომღერალმა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების მუსიკალური შედევრები შეასრულა.
კონცერტში მონაწილეობდნენ მომღერლები: ეკა კახიანი, მაია ჯაბუა, მაგდალენა ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, თამარ გვერდწითელი, თემურ თათარაშვილი, შაბან მამედოვი, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ასევე, ახალგაზრდული კაპელა მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით, ორკესტრი გიორგი ვართანოვის ხელმძღვანელობით, ბენდი ლაზარე ადამიას ხელმძღვანელობით, გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით.
საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
კონცერტის დასრულების შემდეგ, თინათინ რუხაძე ანრი ჯოხაძეს და კონცერტის მონაწილეებს შეხვდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და წარმატებულად ჩატარებული საღამო მიულოცა.