[პარლამენტის დროებით საგამოძიებო] კომისიაზე ან ადამიანის უფლებების დარღვევაზეა საუბარი, ან წამებაზე, ან რეკეტით ქონების წართმევაზე და ასე შემდგომ, – განაცხადა მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის სიმბოლოდ იქცა.
„ნებისმიერი ეს სპეცოპერაცია (მათ შორის ყინწვისის სპეცოპერაცია) ტარდებოდა არა მარტო ადამიანის უფლებების დარღვევით, არამედ ამას მოჰყვებოდა შემდგომში წამება, ცემა და ა.შ.“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ყინწვისის სპეცოპერაციის საქმე განიხილება.
კომენტარები